გიგი წერეთელი - თუ ხელისუფლება არ წავა კომპრომისებზე, ზურაბიშვილთან შეხვედრების ფორმატიც დარჩება ზოგადი დისკუსიების ფორმატად

ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმე შანსი არსებობს შეთანხმების - ეს ყველაფერი სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ამ იდეას უნდა მოყვეს შემდგომი ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ კომპრომისებს არ ექნება ადგილი, მაშინ პრეზიდენტის მიერ დაწყებული შეთანხმების პროცესი მხოლოდ ზოგადი დისკუსიის ფორმატად დარჩება.

„როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო ეროვნულ შეთანხმებაზეა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კრიზისის განმუხტვის კუთხით. როგორც დავინახეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა. უმთავრესად ეს არის ხელისუფლების საქმე, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ხელისუფლების გაგება მთელი ამ კრიზისის სიღრმის, რაც დღეს არის საქართველოში და არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, მაშინ ეს ფორმატი იქნება მხოლოდ ზოგადი დისკუსიების ფორმატი. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმე შანსი არსებობს შეთანხმების. ჯერჯერობით სკეპსისი არის დიდი. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია პროცესი და ის იდეა, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაიმე დარჩეს ღირებული თანხმობის კუთხით. ეს ყველაფერი სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ყველაფერს უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები, ამ ეტაპზე მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სახელისუფლებო თამაში, მაგრამ შესაძლებელია ეს მოსაზრებაც გაჩნდეს თუკი არანაირი კონკრეტული შედეგი არ იქნება, როცა დავინახავთ პროცესის ცვლილებას უარყოფითი მიმართულებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა