გიგი წერეთელი - სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაც დარჩეს თანხმობის კუთხით, მაგრამ წარმოუდგენელად გამოიყურება თუ ნაბიჯები არ იქნება ხელისუფლების მხრიდან

თუკი არ იქნება ხელისუფლებისგან გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს.

„როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო შეთანხმებაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს ამ მოკლე ვადაში რა შეიძლება მოხდეს განმუხტვის კუთხით.

რაც დავინახე, პრეზიდენტს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ნებისმიერი კონკრეტული ნაბიჯის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხარეს, იმიტომ, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლების მიერ გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება.

ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას იმ მომენტამდე ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმეს შანსი არსებობს. პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნაბიჯებზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია იდეა, პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაც დარჩეს თანხმობის კუთხით, ეს სიმპათიურად და მნიშვნელოვნად გამოიყურება, მაგრამ წარმოუდგენელად გამოიყურება თუკი ამას შემხვედრი ნაბიჯები არ ექნება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა