ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილისგან ველოდებით, რადგან ეს მისი ინიციატივაა, გვაინტერესებს როგორ ხედავს პროცესს და რა ნაბიჯების გადადგმა სურს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, წერეთლის თქმით, შეხვედრისას საუბარს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და მასში პრეზიდენტის მიერ დანახულ ოპოზიციის როლზე აპირებენ.
„უპირველეს ყოვლისა ველოდებით ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილისგან, რადგან ეს მისი ინიციატივაა და გვაინტერესებს, როგორ ხედავს პროცესს და რა ნაბიჯების გადადგმა სურს, რადგან მხოლოდ განცხადებები, საქმეზე მნიშვნელოვანი არ არის. დანარჩენი ვნახოთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. ვაპირებთ იმის თქმას, თუ რა რეალობაა ქვეყანაში და გვაინტერესებს როგორ ხედავს ის ოპოზიციის როლს. ჩვენი ხედვაა ე.წ ეროვნული შეთანხმებისთვის, რომელიც საჭირო პროცესია და შედეგიც უნდა იყოს, ამ ყოველივესთვის კი საჭიროა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური დაპირისპირების დასრულება. ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, არ ტარდება საარჩევნო რეფორმა, რეფორმები პრაქტიკულად შეჩერებულია და ხელისუფლება ყველა პირობას არღვევს, რაღა არის ამაზე მეტი სასაუბრო, მგონია, ეს არის მთავარი თემა და ღრმა პოლარიზაციის საფუძველი ქვეყანაში,” - განაცხადა წერეთელმა.