23 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა გაიმართება.
ღონისძიებას ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.N13
23 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას გააკეთებს.
თემა: „დაძაბულობა და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში: დე ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები და ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობიდან გადაყენების მცდელობა“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
23 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს წინ აქცია-პერფომანსს გამართავს.
მის: თავისუფლების მოედანი N2
საკონტაქტო: 599437403
23 დეკემბერს, 13:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) მედიაწიგნიერების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას „მედიაწიგნიერება და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება საქართველოში“ გამართავს.
მის: მერაბ კოსტავას ქ. 14, სასტუმრო „რუსმი“ (“გარდენ ჰოლი”).
23 დეკემბერს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო სემინარს თემაზე - „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესი“ გამართავს.
სემინარს დაესწრებიან პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების, სამთავრობო დაწესებულებების, წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის და გამოყენების საკითხებს ხელმძღვანელობენ.
მის: ლ.გუდიაშვილის ქ.3, სასტუმრო „უინდამ გრანდ თბილისი“.
საკონტაქტო 595 55 12 00
23 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია რუსეთის საგარეო უწყებების მიერ, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, გაკეთებულ სახიფათო განცხადებებს შეაფასებს და საზოგადოებას პარტიის პოზიციას გააცნობს.
მის: მცხეთის ქუჩის 49
23 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება.