არავის არ უხარია შიმშილობა და არავინ არ არის ბედნიერი ამ ფაქტით, მაგრამ ეს არის იძულებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციას ბრძოლის მეთოდების დიდი არჩევანი არ აქვს.
„პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მასშტაბური შიმშილობის დაწყება, რომელსაც ექნება შედეგი. არავის არ უხარია შიმშილობა და არავინ არ არის ბედნიერი ამ ფაქტით, მაგრამ ეს არის იძულებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა დროულად იქნას მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვანია არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ბუნებრივია, პროტესტის სხვდასხვა ფორმა ძალაში რჩება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი არის ეს მასშტაბური შიმშილობა, რომელიც გამოვაცხადეთ.
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციას ბრძოლის მეთოდების დიდი არჩევანი არ აქვს და ბრძოლის მეთოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მასობრივი პროტესტი და რადიკალური ფორმა შიმშილობა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.