ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს - ბატონო ლადო, თქვენ ამბობდით, სისტემა არ ჩამოიშალა, დგასო - ეს სისტემა 13 ათას გვამზე დგას

ბატონო ლადო, თქვენ ამბობდით, სისტემა არ ჩამოიშალა, დგასო - ეს სისტემა 13 ათას გვამზე დგას,- ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის საფუძველზეც, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების მისაღებად, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.

ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან ის კოლეგა დეპუტატებიც გააკრიტიკა, რომლებიც განხილვას არ ესწრებიან. მისი თქმით, ცუდია, რომ აღნიშნული საკითხს, „ფაქტობრივად დაცარიელებულ პარლამენტში განიხილავენ“.

„აბსოლუტურად ყველას, მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იყოს აქ და რეალურად იყოს ჩართული იმ საკითხის განხილვაში, რომელიც 13 ათასი ადამიანის გარდაცვალებას ეხება. ეს სტატისტიკა არაა, ესაა 13 ათასი გაუბედურებული ოჯახი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და უმძიმესი დღეები გაიარა. შეურაცხმყოფელია ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატებისა და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის საფუძველზეც, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შემზღუდავი ღონისძიებების მისაღებად, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა