ზურაბ აბაშიძე - 2012 -2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია

2012 -2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პრაღის ფორმატზე ზოგადი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 22%-ით შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი - 37%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 14%-ით.

„2011 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რუსეთმა აიღო გარკვეული ვალდებულებები და ამ დიალოგის დაწყების შემდეგ, მიღწეულ იქნა ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსულ ბაზარზე. 2012 -2020 წლებში მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა - რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია. ამ წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 22%-ით შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი - 37%-ით და შეადგინა 482 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი გაზრდილია 14%-ით, შეადგინა 812 მილიონი. სულ 1,3 მილიარდის დოლარის სავაჭრო ბრუნვაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მაღალი ტემპერატურის გარკვეული დოზით შემცირება და ორივე მხარისთვის მისაღებ საკითხებზე დიალოგის წარმოება, იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი ფაქტორი.

„2014 წელს, მოგეხსენებათ, გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, 2017 წელს ევროკავშირთან მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ჩვენი აზრით, ამ არაფორმალურმა დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამ მიღწევებს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა