სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. დედაქალაქის მერმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს, ტაძრიდან დღეს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.