დავით ზილფიმიანი - „დიდი შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მეგაპროექტი“ სხვა არაფერია თუ არა ჩვენს სიბრიყვით აღსავსე რეალობაში განხორციელებული ოპერეტა

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ამ ეტაპზე, სააკაშვილთა მიერ მთელი საზოგადოებისთვის წარმატებით თავს მოხვეული „დიდი შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მეგაპროექტი“ სხვა არაფერია თუ არა უკვდავი ლუიჯი პირანდელოსეული, ჩვენს, სიბრიყვით აღსავსე რეალობაში განხორციელებული ოპერეტა giocco delle parti, რომელშიც მონაწილე ყველა აქტორს ღრმად სჯერა თავისი როლის შეუცვლელი მნიშვნელობისა და აბსურდის თეატრის უნებლიე მსახიობობას მხოლოდ მაშინ გაითვითცნობიერებენ, როდესაც აღსრულდება ამ ფარსის მთავარი ჩანაფიქრი - „გმირის“ ციხიდან თავის დაძვრენა“, - აცხადებს დავით ზილფიმიანი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა