ზვიად ძიძიგური - ​„ქართული ოცნების“ მმართველობა ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვებაა - ოპოზიცია კი ითხოვს, ქუჩაში გამოდით და დავამთავროთ ხელისუფლებაო, რატომ უნდა დავამთავროთ, შენგან რა სიკეთეს ველოდები?

„ქართული ოცნების“ მმართველობა საკუთარი ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვებაა - ოპოზიცია კი ითხოვს, ქუჩაში გამოდით და დავამთავროთ ხელისუფლებაო, რატომ უნდა დავამთავროთ, შენგან რა სიკეთეს ველოდები? პირველივე მოსახვევში, როგორც კი რაღაც არ მოგეწონა, პასუხისმგებლობაზე უარს ამბობ,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ოპოზიცია საკუთარ ბერკეტებს არ იყენებს.

„არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არაა. ერთის მმართველობა ახლა მიმდინარეობს და ეს არის საკუთარი ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვება. ბანერებზე, სადაც აცრის პროპაგანდა იყო, რომ ადგები და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პლაკატებს გააკრავ, საკუთარი ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვებაა.

ოპოზიცია ატარებს ამ მრავალათასიან მიტინგებს, ოპოზიციაა და გავიგე, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აორგანიზებ აქციას და გაგანია კოვიდის დროს 10 ათასობით ადამიანი ჩამოგყავს, პოლიტიკური ამოცანის გამო საფრთხეს უქმნი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ოპოზიციასაც მართებს პასუხისმგებლობა, მასაც აქვს ვალდებულება. ოპოზიციამ ამ ვალდებულებას ხელი აუქნია - ამაზეც დგას ხელისუფლება. როდესაც ხალხმა აგირჩია პარლამენტში შესვლა - არ შესვლა შენი გადასაწყვეტია? ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა შეხვიდე. ამბობ, სკოლებში კვება უნდა გავაკეთო, პენსია უნდა გავზარდოო, შემდეგ ამ ყველაფერზე ამბობ - არჩევნების შედეგი არ მომწონს და მერე რა მოხდა, რომ ხალხს დაპირება მივეცი, „ცალ ფეხზე მკიდია“, არ შევდივარო. ამას როგორც კი გააკეთებ, უპატივცემულოდ ექცევი შენს პოლიტიკურ ადგილს, ინსტიტუტებს, ნუ ელი პატივისცემას და მხარდაჭერას. რომ ითხოვ, ქუჩაში გამოდით და დავამთავროთ ხელისუფლებაო, რატომ უნდა დავამთავროთ, შენგან რა სიკეთეს ველოდები? პირველივე მოსახვევში, როგორც კი რაღაც არ მოგეწონა, პასუხისმგებლობაზე უარს ამბობ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება ეროვნული შერიგების იდეას, ძიძიგურს მოლოდინი აქვს, რომ ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდება.

„შედეგზე რომ ვისაუბროთ, რომ ეს პროცესი შერიგებით, შეთანხმებით დამთავრდეს, ვერ დამთავრდება“,- აცხადებს ძიძიგური.

ამ საკითხზე მმართველი გუნდის განცხადებებთან დაკავშირებით კი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ყველამ თავისი დანაშაული უნდა აღიაროს“, ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს - „ამ პროცესში არ მოვდივართ“.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა პირველი და მეორე წელი შეიძლება აიტანო ტექსტი, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებებზე ლაპარაკობ, მაგრამ შენ თვითონ უკვე მეათე წელია ხელისუფლებაში ხარ, რაღა დროს ამაზე საუბარია. ეს ისევ ის ნარატივია, რის გამოყენებასაც „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, მომავალ არჩევნებზეც აპირებს - მიშას საფრთხობელად გამოყენებას“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა