ზაალ უდუმაშვილი - ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მივდივართ მოლაპარაკებებზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დღეს არ არის დრო წინაპირობები დავუთქვათ ერთმანეთს

ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მივდივართ ჩვენ მოლაპარაკებებზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დღეს არ არის დრო წინაპირობები დავუთქვათ ერთმანეთს, ახლა არის დრო დიალოგის და საუბრის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს, არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკური ჩიხია და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოძებნოს.

„ჩვენ მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსხდებით ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დავიწყებთ საუბარს და დიალოგს კონკრეტულ საკითხებზე. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ვთვლით, რომ დღეს არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისია, არამედ პოლიტიკური ჩიხია ქვეყანაში და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთ. მთავარია, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს მზაობა იმისათვის, რომ ერთად მოვძებნოთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მივდივართ ჩვენ მოლაპარაკებებზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ დღეს არ არის დრო წინაპირობები დავუთქვათ ერთმანეთს, ახლა არის დრო დიალოგის, საუბრის და გზების ერთად გამონახვის, რომელიც დაგვაძლევინებს ამ პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, შეხვედრა გაიმართება აუცილებლად და "ნაციონალური მოძრაობა" იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა