სოზარ სუბარი - შეიძლება ეპატიოს ვინმეს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ აღიარება მაინც უნდა უძღოდეს წინ

სიმართლე უნდა ითქვას და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას - სამართლიანობის აღდგენა კიდევ ვერ წარმომიდგენია იმის გარეშე, რომ ადამიანმა, ვინც არის დამნაშავე, პასუხი არ აგოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველი სიმართლის თქმა უნდა იყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ არანაირი შერიგება არ არსებობს, ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქვთ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა. ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია ტერმინი „შერიგება“ რას ნიშნავს.

ზოგადად ვიტყოდი, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა რამდენიმე დღის წინ, როდესაც თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებაში დიალოგი, ფართო კონსენსუსის მიღწევის თემაზე.

კონსენსუსის საფუძველი რა უნდა იყოს? - სიმართლის თქმა და შემდეგი ეტაპი იქნება სამართლიანობის მიღწევა. სამართლიანობის მიღწევა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი ის უნდა დარჩეს დაუსჯელი. მინიმუმ აღიარება მაინც უნდა მოხდეს. შეიძლება ეპატიოს ვინმეს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ აღიარება მაინც უნდა უძღოდეს წინ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა