პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძესა და ევროპარლამენტარ ბრონის როპეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში, რომელზეც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მოსამზადებელი რეზოლუციის შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მაია ბითაძისა და ბრონის როპეს თანაავტორობით შექმნილ რეზოლუციას "ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპის მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში" ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი განიხილავს 2022 წლის თებერვალში დაგეგმილ სხდომაზე.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანაავტორები საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ხოლო ევროპარლამენტის მხრიდან ბრონის როპე არიან.