ოთარ კახიძე - ყველა საქმეზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი საქმე განსაჯონ მისმა თანასწორებმა,  ნაფიცმსაჯულებმა - ეს რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია

ამ საქმეში სახელმწიფო ითხოვდა პირის ბრალდებას განზრახ მკვლელობაში და მსჯავრდებას მაშინ, როდესაც აშკარა იყო მტკიცებულებებით, რომ მოქალაქე თავს იცავდა, მაგრამ სახელმწიფოს, აი, ამ ბოროტებას მოქალაქეთა ჯგუფი წინ აღუდგა, რომლებიც საზოგადოებას წარმოადგენენ და მათ გამოიტანეს გამამართლებელი ვერდიქტი, რომელიც არ საჩივრდება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ნაფიცმსაჯულების მიერ მერაბ კობიაშვილის გამართლებას.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტით.

„2010 წელს ჩვენ ავამოქმედეთ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და დავაბრუნეთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო ქართულ მართლმსაჯულებაში. 2011-2012 წლებიდან ნაფიცმსაჯულები უკვე საქმეებს იხილავდნენ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს რეფორმა პრაქტიკულად გააჩერა. დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მაშინაც იგივე თანამდებობას იკავებდა, ბატონმა ღარიბაშვილმა 2015 წელს პირდაპირი ღია იერიში მიიტანა მსაჯულთა ინსტიტუტზე იმიტომ, რომ არ მოეწონა გამამართლებელი ვერდიქტი, როდესაც პროკურატურამ ვერ შეძლო მოქალაქეების დარწმუნება პირის ბრალეულობაში. „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეფორმის გაჩერების შედეგად პრაქტიკულად მოახერხა ის, რომ საქმეების 95%-ზე არ ვრცელდება მსაჯულთა სასამართლო. ეს რეალობა არის შესაცვლელი. ყველა საქმეზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი საქმე განსაჯონ მისმა თანასწორებმა, განსაჯონ მოქალაქეებმა და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ნაფიცმსაჯულობა არის, როდესაც მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა.

ამ საქმეში სახელმწიფო ითხოვდა პირის ბრალდებას განზრახ მკვლელობაში და მსჯავრდებას მაშინ, როდესაც აშკარა იყო მტკიცებულებებით, რომ მოქალაქე თავს იცავდა, მაგრამ სახელმწიფოს, აი, ამ ბოროტებას წინ აღუდგა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებას და მათ გამოიტანეს გამამართლებელი ვერდიქტი, რომელიც არ საჩივრდება. ეს ანალოგიური უფლება უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც პროკურატურა ედავება დანაშაულის ჩადენას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს. ეს რეფორმა არის აუცილებლად განსახორციელებელი“, - განაცხადა კახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა