პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს, ფილიპ კორის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
„იუნისეფის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორის მოადგილის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი. საქართველოში იუნისეფის შესანიშნავი გუნდი საქმიანობს, თუმცა ბატონი ფილიპ კორის ჩამოსვლა არის იმ წარმატებების ხაზგასმა, რომელიც ჩვენს საკანომდებლო სივრცეში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღებით შეიქმნა. ვფიქრობ, რომ მისი ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.