ეკა ბესელია - ალბათ, ბევრისთვის უჩვეულოდ კრიტიკული იყო პრეზიდენტის შეფასებითი ნაწილი - საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი უჩვეულოდ კრიტიკული იყო.

„პრეზიდენტმა დასაწყისისთვის საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ბევრის თქმა შეძლო დღევანდელ მიღებაზე. ვფიქრობ, უფრო მეტი კონკრეტიკა დღეს შეუძლებელი იყო. ამ საკითხების უფრო მეტად დავიწროება ალბათ, ფორმატს რაღაც ბარიერებს შეუქმნიდა.

პირადად ჩემთვის ძალიან გასაგები იყო გზავნილები. ალბათ, ბევრისთვის უჩვეულოდ კრიტიკული იყო მისი შეფასებითი ნაწილი. ბევრ საკითხზე საკმაოდ მწვავე იყო მისი შეფასება. მათ შორის, როდესაც საუბრობდა კრიზისული ვითარებიდან გამოსავალზე, დემოკრატიის გზაზე, საფრთხეები და ასე შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის “, - აღნიშნავს ბესელია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა