რუსლან აბაშიძე „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის“ ჩვენებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მუზეუმ „ჰოლოზეუმში“, 3D ფორმატში, „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის“ ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის (ბიჭვინთის დასასვენებელი სახლის ეზო - „თევზები“, „ნატვრის ხე“, „მზე“, „ფრინველები“), მხატვრების - ზაზა ციციშვილის, გიორგი ჩახავას, ნოდარ მალაზონიასა და ზურაბ კაპანაძის (ავტობუსის გაჩერებები ახალ ათონში, ალახაძიში, გაგრასა და ბზიფის გზატკეცილზე, შენობების ფასადები, „მზის საათი ძველი გაგრის სანაპიროზე“) მოზაიკური კომპოზიციები და პანოები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

„ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია აფხაზეთში არსებული ანტიკური ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების (მოზაიკური კომპოზიციებითა და პანოებით) დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა