სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (ბენჩ ბარის) მორიგი შეხვედრა გაიმართა, თემაზე:
„უწყვეტი სამართალწარმოების პრინციპის დამკვიდრება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში".
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის მონაწილეებმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში უწყვეტი სასამართლო განხილვის პრინციპის დამკვიდრების მიმართულებით არსებულ ხედვებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხის გარშემო დისკუსია გაიმართა. მხარეებმა სამომავლო გეგმებისა დაბიჯების შესახებაც იმსჯელეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.