პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობა და ოპოზიცია მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც ჩამოყალიბდება

პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობა და ოპოზიცია მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც ჩამოყალიბდება.პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლების: სოზარ სუბარის, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ ჯაფარიძის, ბექა დავითულიანის, ანზორ ბოლქვაძისა და დიმიტრი სამხარაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები გაჩნდება და მათი ფორმირების წესი და პროცედურა განისაზღვრება.

ამასთან, ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეძლევა უფლებამოსილება საკუთარი შეხედულების შესაბამისად საკრებულოს კომისიის წევრობაზე უარი თქვას, თუმცა შეეძლება საკრებულოს ერთი ან მაქსიმუმ ორი კომისიის შემადგენლობაში გაწევრდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა