დავით ზილფიმიანი - რაც გაგიკეთე, გაგიკეთე და ახლა, მოდი შევრიგდეთ - ეს არ არის შერიგება

მე ყველაფერი გამიგია, სამი მეგობარი ჯუჯის ამბავიც გამიგია, სამი მუშკეტერიც გამიგია და სამ პრეზიდენტსაც მალე გავიგებთ, მაგრამ ეს არის შინაარსისგან დაცლილი სიტუაცია და ცარიელი კასრი - შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ მინიმუმ რაღაცას, რაც წამართვი, რაც მომპარე, რაც დამინგრიე, დამიბრუნებ, მერე მოინანიებ და ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შემდეგ შეიძლება ჩამოგართვა ხელი, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, შერიგების ერთადერთი ფორმულა არის ის, რომ პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორატორიუმი გამოაცხადოს და უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

„რა თქმა უნდა, ზოგადად შერიგება, ხელის ჩამორთმევა და ამნისტია ძალიან ჰუმანური ქმედებებია. კონკრეტულად მინდა ვამხილო ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესი, რომელიც ყველამ ვიცით. ოპონენტებს მინდა გთხოვოთ, თავი შეიკავოთ დემონსტრირებისგან იმისა, რომ შესაძლოა ვინმე ვინმეზე უფრო მეტი დემოკრატი ან უფრო მეტად ჰუმანური იყოს. ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ბატონ ნიკანორთან დაკავშირებულ საკითხზე აქ, ამ პარლამენტში იყო ძალიან დიდი აზრთა სხვაობა ატეხილი იმაზე, როგორი უნდა ყოფილი ამნისტია და როდესაც შემოთავაზება იყო ამნისტიისა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფართო და უნდა შეხებოდა ყველას, მაშინ ატყდა მთელი ამბავი. ახლა სიტუაცია შეიცვალა ნიკანორის მაგივრად ბატონი მიხეილია. ახლა დიდი საყოველთაო შერიგებაა თურმე საჭირო და ეს, მიმაჩნია, რომ არის ფარსი. რას ნიშნავს შერიგება? შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ მინიმუმ რაღაცას, რაც წამართვი, რაც მომპარე, რაც დამინგრიე - იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ და ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შემდეგ შეიძლება ჩამოგართვა ხელი. ისე უბრალოდ, რაც გაგიკეთე, გაგიკეთე და ახლა, მოდი შევრიგდეთ - ეს არ არის შერიგება. შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი - მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე", - განაცხადა ზილფიმიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა