მარიამ ქვრივიშვილი -„ექსპო დუბაიზე" უდიდესი ყურადღება დაეთმო საქართველოს, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო არეალში

„ექსპო დუბაიზე" უდიდესი ყურადღება დაეთმო საქართველოს, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო არეალში“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, დუბაიში, საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai -ის ფარგლებში გამართული მეგობრული მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის შედგა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ყოველი ასეთი ღონისძიება, მითუმეტეს, მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიდოსტატების მონაწილეობით, საქართველოს განვითარების მაღალ ეტაპს უსვამს ხაზს.

„ძალიან ემოციური დღეა საქართველოსთვის. ვიმყოფებით „ექსპო დუბაიზე" სადაც უდიდესი ყურადღება დაეთმო საქართველოს. ბევრი ვიზიტორი გვყავდა ჩვენი ქვეყნის მუდმივმოქმედ სტენდზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად იმყოფება სამი დიდოსტატი საქართველოდან - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე , რომლებიც, დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, პანელურ დისკუსიასა თუ მეგობრულ მატჩში მონაწილეობით, საქართველოს ძალიან დადებით ჭრილში წარმოაჩენენ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას და დადებით კონტექსტში წარმოჩენას, მათ შორის, ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ეს ყველაფერი კი პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო არეალში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მეგობრულ საჭადრაკო მატჩს Expo Dubai -ს დირექტორიც დაესწრო. ამასთან, საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება. ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა ქართველ დიდოსტატებს მასპინძლობს - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

„ ჭადრაკის დღე Expo 2020 Dubai -ზე პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიის მოდერატორი expo 2020 dubai-ის ქალთა პავილიონის ხელმძღვანელი იყო.

ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდა - Expo 2020 Dubai-ის ცენტრალური სცენა AL Wasl საჭადრაკო დაფად გარდაიქმნა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრებოდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა