განაშენიანების დეტალური გეგმის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება სავალდებულო ხდება

განაშენიანების დეტალური გეგმის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება სავალდებულო ხდება.

ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები იქნება.

ასეთი ვალდებულება “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

წარდგენილი ცვლილებებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მოთხოვნილი იქნება ექსპერტის დასკვნა, რაც უნდა მოიცავდეს: მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერას, მათ ხარისხობრივ შეფასებასა და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით.

ასევე განისაზღვრება 3-მეტრიანი მანძილები მწვანე ნარგავებსა და ასაშენებელ შენობა-ნაგებობას შორის და აღნიშნული იქნება მოსაჭრელად/გადასარგავად მოთხოვნილი მწვანე ნარგავები.

პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის წევრები: - მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე და დავით კაჭარავა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა