მარიამ ქვრივიშვილი - „Expo 2020 Dubai“-ში  ქართველი დიდოსტატი მოჭადრაკეების მონაწილეობა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ეტაპს და ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას

საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ, საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება და გამოფენა ქართველ დიდოსტატებს მასპინძლობს - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭადრაკის დღე „Expo 2020 Dubai“-ზე პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიის მოდერატორი expo 2020 dubai-ის ქალთა პავილიონის ხელმძღვანელი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ექსპოს“ ფარგლებში - ჩვენთან ერთად, დუბაიში იმყოფება საქართველოს სამი დიდოსტატი და, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი აქტივობა, ასეთი ღონისძიება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ეტაპს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე და ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე“- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც „Expo 2020 Dubai“-ში მონაწილეობის მისაღებად დუბაიში ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდება - „Expo 2020 Dubai“-ის ცენტრალური სცენა „AL Wasl“ საჭადრაკო დაფად გარდაიქმნება და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარსდგება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა