დავით ასათიანი - ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის აკეთებდა სწორ, სამართლიან არჩევანს და იმედი მაქვს, რომ შეაფასებს იმ მუშაობას, რაც 4 წლის განმავლობაში გავწიეთ

ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის აკეთებდა სწორ, სამართლიან არჩევანს და მე იმედი მაქვს, რომ შეაფასებს იმ მუშაობას, რაც ჩვენ გავწიეთ 4 წლის განმავლობაში და გვექნება მხარდაჭერა, გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმები მომავალშიც, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციაში თვითმმართველობის არჩევნები თანამედროვე ელექტრონულ ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ხმის დათვლის პროცესს ოპტიკური სკანერები უზრუნველყოფს.

„დღეს არის ადვოკატთა ასოციაციაში თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იმართება 4 წელიწადში ერთხელ. წლევანდელი არჩევნები გარკვეულწილად განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს - ჩვენ ვიყენებთ, პირველად ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში, თანამედროვე ელექტრონულ ტექნოლოგიებს. კრებაზე რეგისტრაცია განხორციელდა ელექტრონული პორტალის საშუალებით, ხოლო ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს ფიზიკურ სივრცეში ოპტიკური სკანერების გამოყენებით და ხმის დათვლას სწორედ ოპტიკური სკანერები უზრუნველყოფს. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ეტაპობრივი არჩევნები, რადგანაც ერთი მხრივ, დაცულია სრულად ფარულობა, ადვოკატთა ნების გამოხატვა, ასევე, ობიექტურად და სამართლიანად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები და რაც მთავარია ამ პანდემიის პირობებში დაცულია თითოეული ადვოკატის ჯანმრთელოაბა. მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის აკეთებდა სწორ, სამართლიან არჩევანს და მე იმედი მაქვს, რომ იურიდიული პროფესია შეაფასებს იმ მუშაობას, რაც ჩვენ გავწიეთ 4 წლის განმავლობაში და გვექნება მხარდაჭერა, გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმები მომავალშიც,“- განაცხადა დავით ასათიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს მართავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა