საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ სანიკიძეა.
პრეზიდენტობის კანდიდატს 4 წლის ვადით ირჩევენ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.