საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსა და ამ პროცესში დამოუკიდებელი ადვოკატურის როლზე ისაუბრა.
დავით ასათიანმა თავის გამოსვლაში დემოკრატიის შენებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში ძლიერი და დამოუკიდებელი ადვოკატურის, ასევე, სანდო და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დემოკრატიის სამიტის ფარგლებში 100-ზე მეტი ქვეყნის, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ლიდერები დემოკრატიის გაძლიერებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გაერთიანდნენ. დემოკრატიის სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.