ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეევროპელი სოციალისტების" წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება მიღებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც მხარი დავუჭირეთ პირველ მოსმენაზე, მხარს დავუჭერთ შემდეგშიც. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მრავალფეროვანი იყოს პარლამენტი 2024 წელს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ და არარაციონალურად მიგვაჩნია ახლა ხელახალი არჩევნები, რაც გამოიწვევს დამატებით ვნებათაღელვას.

ჩვენ ასევე გამოვხატეთ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი არიან არათანმიმდევრული და არ ასრულებენ იმას, რაც მათი ვალდებულებაა, მხედველობაში მაქვს კანონის უზენაესობა, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და შეთანხმება და მორიგება მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება, როცა ის მოიხდის სასჯელს", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა