კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე, რომელიც ხვალ გაიმართება, ერთადერთი კანდიდატი, „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე, რომელიც ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ სანიკიძეა.

ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

პაატა გურასპაულის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ერთობლივი ფიქრის შედეგია და ერთიანად უფრო სარგებელს მიუტანენ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე.

,,კალათბურთის ოჯახი არის ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული, ყოველთვის კალათბურთის სიყვარულით განმსჭვალული და მუდამ მზადყოფნაში თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენ ვართ დიდი გუნდი და ამ გუნდში ყველას მიზანია, რომ კალათბურთი კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს და სწორედ ამ გუნდს წარმოვადგენთ მე და ვიქტორ სანიკიძეც. იმ წვლილში, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის ყველას დამსახურება, მათ შორის, ჩემიც და ვიქტორისაც. ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში საერთო ხედვები გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრეთ, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით, იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთში სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა და ჩვენი კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ფიქრისა და განსჯის შედეგი და მე ვფიქრობ, ვიქტორის ახალგაზრდული შემართება, მისი მონდომება და პირადი ურთიერთობები როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ჩვენ უფრო მეტ ენერგიას შეგვძენს. ჩვენ ერთიანად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე და ბევრად მეტს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

მისივე თქმით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრული შემადგენლობა კალათბურთის სამსახურში რჩება და თავად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.

თავის მხრივ, ვიქტორ სანიკიძის განმარტებით, ქართულ კალათბურთში არ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება, რისი დადასტურებაც, კანდიდატების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

,,მადლობა პაატას, რომ შევთანხმდით ჩვენი კალათბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რისი მომსწრეც ყველა ერთად გავხვდით, რომ ამხელა ინვესტიცია იდება ქართულ კალათბურთში. როდესაც დავრეგისტრირდი კანდიდატად, მაშინვე დავაფიქსირე, ხაზგასმით აღვნიშნე და პირობაც დავდე, რომ ქართულ კალათბურთში არ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და კალათბურთს. ეს დადასტურებაა იმისა, რომ ვაგრძელებთ კალათბურთის და ქვეყნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მადლობა პაატას გაწეული შრომისთვის და როგორც მან აღნიშნა, ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა თანამშრომლობის მოქმედ ფედერაციასთან და ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სასიკეთო საქმეები“, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა