ფრიდონ ინჯია - ასეთი შემთხვევა უკვე იყო, როცა დამნაშავეები ევროპის ზეწოლით გაათავისუფლა ხელისუფლებამ, რაც არასწორია - შეწყალება უნდა იყოს მათ მიმართ, ვინც იმსახურებს

იმ პირების შეწყალებაზე როგორ არის საუბარი, რომელთაც დახოცილი ჰყავთ ოჯახები, სოფლებია ამოწყვეტილი და მილიონებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წაღებული - დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს.

მისი თქმით, ეს არის რიგითი მოთხოვნა იმისთვის, რომ გარკვეული პირები გათავისუფლდნენ.

"ჩვენ ეს წერილი არ გვინახავს, მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ, მაგრამ ეს იქნება რიგითი მოთხოვნა ევროპარლამენტის და ევროპის წინაშე, რომ ვიღაცები კიდევ გაათავისუფლონ, იყო უკვე ასეთი შემთხვევა, რომ დამნაშავეები ევროპის ზეწოლით გაათავისუფლა ხელისუფლებამ, რაც არასწორად მიმაჩნია. შეწყალება უნდა იყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც მართლაც იმსახურებენ. პირები, რომელთაც დახოცილი ჰყავთ ოჯახები, სოფლებია ამოწყვეტილი და მილიონებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წაღებული, იმათ შეწყალებაზე როგორ არის საუბარი?! დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ერთ-ერთი სამაგილითოა ამ მხრივ ახალაია, რომელიც ზის და ელოდება გათავისუფლებას, აი მოიხადე სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ, ის სასჯელი, რომელიც ახლა არის შთანთქმითი და 2012 წლამდე იყო შეკრებითობით,"- განაცხადა ინჯიამ.

მან ასევე ისაუბრა შარლ მიშელის მემორანდუმზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში არის კანონი, კონსტიტუცია და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

"შემდგომში შარლ მიშელის მემორანდუმი ლამის კონსტიტუციად გადაიქცა, კონსტიტუცია ჩაანაცვლა, მიშელის კონცეფიიდან უნდა აგვერჩია მოსამართლეები, გვემართა ქვეყანა და თითქმის ყველა საინფორმაციო იწყებდა ამ მემორანდუმით და მთავრდებოდა ამით. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არის კანონი, კონსტიტუცია და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამით", - განაცხადა ინჯიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა