თეა ახვლედიანი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე.

“დღეს აღინიშნება 73 წლისთავი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა, რომელიც განამტკიცებს ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი გაერო-ს წევრი-სახელწიფოების მხრიდან, რომელმაც დაამკვიდრა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის საყოველთაო ვალდებულება და საფუძველი ჩაუყარა ადამიანების თანასწორობის, თანაბარუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების პრინციპებს. საქართველოს ხელისუფლების ხედვა ემყარება დემოკრატიული, თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს. სწორედ ამ ხედვის ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომლის უმთავრესი ღირებულება და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი უფლებების პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა ემსახურება კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერას, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა განვითარებისთვის სამართლიანი გარემოს განმტკიცებასა და თანასწორი, სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია მათზე ეფექტური წვდომის შესაძლებლობას.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ებრძვის უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმს და ძალღონეს არ იშურებს, რათა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი უფლებები და ინტერესები საფუძვლად უდევს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესს, რომელიც ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით და პირველ რიგში, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”,-ნათქვამია თეა ახვლედიანის განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა