გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელს იან ბლინკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც კარიტასი საქართველოში ახორციელებს ჯანდაცვის, სოციალურ, სოფლის მეურნეობის სფეროში. იან ბლინკამ ისაუბრა ორგანიზაციის ჩართულობაზე ნარჩენების მართვის პროექტებში და ამ მიმართულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გაწეული ინფრასტრუქტურული დახმარების თაობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ორგანიზაცია ჩართულია კომიტეტის თემატურ მოკვლევაში „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა".
სტუმარმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით პროექტებში ჩაერთვებიან ექსპერტების მონაწილეობით და დაეხმარებიან საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.
მაია ბითაძემ სტუმარს კომიტეტის საქმიანობის სამომავლო გეგმები გააცნო.