თეა ახვლედიანი - საბოლოო ამოცანა არის და რჩება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდება.

„დღეს სრულდება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 8 მოძიებული და გადმოსვენებული პირის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდის 2-დღიანი ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც 4 სამხედრო მოსამსახურე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალულ იქნება დიღმის ძმათა სასაფლაოზე, კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, ასევე სათანადო პატივით, დაიკრძალება ფოთში, 3 მშვიდობიანი მოქალაქე კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, გადასვენებულ იქნებიან საგვარეულო სასაფლაოებზე. დღეს, განსაკუთრებით რთული დღეა მათი ოჯახებისთვის, რომელთაც ერთგვარად განუახლდათ უახლოესი ადამიანის დაღუპვით გამოწვეული მოუშუშებელი, სამუდამო ტკივილი, მაგრამ დღეს, ამავდროულად, მათ ერთგვარად შეუმსუბუქდებათ ის 29-წლიანი დარდი, რომელიც ასევე უკავშირდება მათი დაღუპული ახლობლის ხვედრის და ადგილსამყოფელის გაურკვევლობას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების დახმარების პროცესი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გაგრძელდება აუცილებლად კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და აქვე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საბოლოო ამოცანა კი არის და რჩება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, რასაც ჩვენი ბევრი სასახელო თანამემამულე შეეწირა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა