საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია LAWASIA-ს წევრი გახდა

იურიდიულ პროფესიათა გაერთიანების, LAWASIA -ს მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნული ორგანიზაციის ნამდვილი წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის LAWASIA-ში გაწევრიანების შედეგად ქართველ ადვოკატებს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ორგანიზაციებს შორის უკვე დაგეგმილია რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან და ინტეგრირებული ვართ, როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ პროფესიულ გაერთიანებებთან და მე მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩვენს აზიელ კოლეგებთანაც დავიწყეთ. LAWASIA არის ერთ-ერთი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელიც 40-ზე მეტ ადვოკატთა ასოციაციას, მოსამართლეებსა და იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, შესაბამისად, ეს კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ადვოკატებისთვის გააძლიერონ და გააღრმაონ თანამშრომლობა აზიის ქვეყნების კოლეგებთან“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

LAWASIA მაღალი რეპუტაციის მქონე რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც აზიის მასშტაბით 40-ზე მეტ ადვოკატთა ასოციაციას, მოსამართლეებსა და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებს აერთიანებს და პროფესიის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

„LAWASIA გულთბილად მიესალმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაწევრიანებას ორგანიზაციაში. ჩვენთვის პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რომელიც ვიმედოვნებთ, მრავალი წლის მანძილზე ნაყოფიერად გაგრძელდება” - ნათქვამია LAWASIA - ს პრეზიდენტის, მელისა პანგის ოფიციალურ წერილში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა