„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ვეტერანების თანადგომას კვლავ განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

როგორც ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია განახორციელებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს - შშმ ვეტერანებს გადასცემს შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლებს, პერიოდულად განახორციელებს მონიტორინგს, ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გააგზავნის საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით აღჭურვილ სამედიცინო ბრიგადას.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ეს პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არ არის. უწყება, ასოციაციასთან, რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, სამსახურთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ხონში, წყალტუბოში, სიღნაღში, ნიქოზში, ვაზიანში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასოციაციის ძალისხმევით, მრავალპროფილური მედიკოსთა გუნდის მიერ, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ; 150- მდე შშმ ვეტერანი კი _ ეტლ-სავარძლებითა და გადაადგილებისათვის საჭირო, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით იქნა უზრუნველყოფილი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ, მაია კვეზერელმა-კოპაძემ. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა