დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, ეპიდემიის დასრულების პროგნოზს არასახარბიელოს ხდის

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ეპიდემიის დასრულების პროგნოზს არასახარბიელოს ხდის. ალბათ უფრო განგრძობადი იქნება ეს პროცესი. თუმცა, ამაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა მოვახდინოთ და ავუხსნათ, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც იქნება არასახარბიელო. ამაზე იხარჯება ძალიან დიდი თანხები, როცა ეს თანხები შესაძლოა გამოვიყენოთ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, განვითარებისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურასა და სპორტისთვის, თვითონ ჯანდაცვაშიც და არა ის, რომ ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს რამდენიმე ასეული მილიონის დამატება, რომ ეს პროცესი სწორად ვმართოთ. გარდა ამისა, ეს უკვე სამედიცინო სექტორისთვის შესაძლებლობის ზედა ზღვარია. ამიტომაც მოსახლეობასთან უნდა შევძლოთ ვიყოთ ახლო კონტაქტში, რომ დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში,“- განაცხადა ხუნდაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა