ანონსი  8 დეკემბერი

8 დეკემბერს, 10:30 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, საია კვლევის - "5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება" პრეზენტაციას გამართავს.

მის: კახიძის #15

8 დეკემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სოციალური სამართლიანობის ცენტრი თემაზე: „ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები“ კონფერენციას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - www.facebook.com/NationalBankofGeorgia/ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი საკითხზე: „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე" მეორე ზეპირ მოსმენას გამართავს.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბათუ ქუთელია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საგანგებო ბრიფინგს გამართავს და მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს.

მის: მცხეთის ქუჩა N49, აგურისფერი კარი.

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ.

შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.20

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა