ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სპეციალური მოწვევით, დავით ასათიანი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვა

დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 9-10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით ტარდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა მიწვეული. დავით ასათიანი სამიტის მონაწილეებს 10 დეკემბერს სიტყვით მიმართავს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, დემოკრატიის სამიტის ფარგლებში 100-ზე მეტი ქვეყნის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ლიდერები დემოკრატიის გაძლიერებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად ერთიანდებიან.

მათივე ცნობით, დემოკრატიის სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მოწვეული ბრძანდებით დემოკრატიის სამიტის ფარგლებში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სესიაზე, რომელიც დემოკრატიის შენების პროცესში სამართლის უზენაესობის როლს ეძღვნება. გვჯერა, რომ თქვენი მონაწილეობა ხელს შეუწყობს იმის ნათლად გააზრებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, - ნათქვამია დავით ასათიანისადმი გამოგზავნილ წერილში.

დავით ასათიანი დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მართლმასჯულების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, ამ პროცესში იურიდიული პროფესიის როლზე ისაუბრებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა