პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, პარტიის წევრების საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედგა, სადაც განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
როგორც ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
„ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მათ შორის პარლამენტში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე, იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ასევე ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.