„თიბისი” ინოვაციურ პროექტს - „ESG ელჩს“ იწყებს

„თიბისი” ინოვაციურ პროექტს - „ESG ელჩს“ იწყებს. „ESG ელჩი“ „თიბისის“ ინიციატივაა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით „თიბისის“ თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაა.

პროექტის მონაწილეები „თიბისის“ „ESG ელჩები“ (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებით) გახდებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და საკუთარ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ სიკეთესა და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში. ამ ინიციატივით, „თიბისის“ თანამშრომლები ერთად იზრუნებენ გარემოს დაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მომხმარებლების მხარდაჭერაზე. საბოლოო ჯამში, ეს „თიბისის“ ბიზნესსაქმიანობის ისე წარმართვას შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილემ და დაინტერესებულმა მხარემ სარგებელი მიიღოს.

პროექტში ჩართვა „თიბისის“ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, რომელიც ინიციატივის მიმართ ინტერესს გამოხატავს და შესაბამის აპლიკაციას შეავსებს. ჟიურის წევრების მიერ „ESG ელჩების“ შერჩევის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ „თიბისის“ მიერ დასახული მიზნების შესრულებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში, მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. „ESG ელჩები“ გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში.

„როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ „ESG ელჩების“ სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით გავრცელება და კულტურაში დანერგვა „ESG მიზნების“ უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, კეთილი მიზნების განხორციელებას „თიბისის“ ბევრი თანამშრომელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა, „თიბისის“ „ESG“ მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა.

ცნობისთვის, „ESG“ მიმართულება თიბისის სტრატეგიის უმნიშველოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს. „თიბისის“ საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით ის ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა