გოჩა ენუქიძე - რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება,-ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით,

დეპუტატმა რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან, ვიცე-პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილთან, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელ გაიოზ მონიავასთან, გამგეობის წევრ გიორგი კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ის ლოკაციები მოინახულა, რომელზეც შესაბამისი სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2022 წლისთვის იგეგმება.

„საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, რომელიც უახლოეს მომავალში ონის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრება, რაგბის განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ“,-აცხადებს გოჩა ენუქიძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა