სემეკი კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის შეთანხმებას, რომელიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების ხელმომწერი პირები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელი ვახტანგ აბაშიძე.

„ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია - ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ. ასევე, მომზადდება ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი უწყებებს დაქვემდებარებულ სფეროებთან მიმართებაში. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს - ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში, კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა