თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს

თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატურები საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურა 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე თინათინ ნიბლოშვილის და ზურაბ აბაშიძის კანდიდატურებს ასევე 27 ხმით დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შემდეგ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა