რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო რწმუნებულმა აცრა ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთან ასლან საგანელიძესთან ერთად ჩაიტარა და ადგილზე ვაქცინაციის მიმდინარეობასაც გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში 60 წელს ზემოთ ასაკის პირების მომართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი, აგრეთვე გაზრდილია ე.წ ‘’ბუსტერ’’დოზით ვაქცინირება.
‘’მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს’’, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.