მარიამ ქვრივიშვილი - ისტორიული დღეა,  საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

ჩვენთვის დღეს ისტორიული დღეა - საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი აღიარებაა, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით გახდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ არენაზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში.

„ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება ჩაერთოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მტო-ს მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა