ბექა ოდიშარია ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოება - „სამშობლოს" წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოების - „სამშობლოს" თავმჯდომარეს, იმედი კოკაიას და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრს კონსტანტინე იონათამიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო ლატვიის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი სამომავლო გეგმები.

„შეხვედრაზე, იმედი კოკაიამ აღნიშნა, რომ იგი არის ლატვიაში არაერთი ქართული პროექტის ავტორი და დამფინანსებელი. მისი ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგი აპირებს გააგრძელოს აქტიური საქმიანობა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში, იმუშაოს მნიშვნელოვან პროექტებზე.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საგრანტო პროგრამები და სტუმრებს შესთავაზა მათში მონაწილეობის მიღება.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც ქართული სახელმწიფო სთავაზობს დიასპორის წარმომადგენლებს. ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საინტერესო პროექტების განხორციელებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა