კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან

"დღეს, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ოთხ კანდიდატს დაუჭირა მხარი. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელისუფლების მიტაცებას.

„ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტრო და ყველა სხვა უწყება. ეს უწყებები, გაუთვითცნობიერებლად, დგანან არა სახელმწიფოს, არამედ ბოროტების, ანუ „ქართული ოცნების“ სამსახურში.

რატომ?! - მათ გააყალბეს საარჩევნო დემოკრატიული პროცესიც და არჩევნებიც, როგორც 2020, ისე 2021 წელს, არ ეკუთვნით ხელისუფლება და არ აქვთ უფლება, მოიმსახურონ სახელწმიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი გრძელდება სასამართლოების დაქვემდებარებით.

დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ ნებისმიერი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მომავალ ხელისუფლებას მოუწევს მართლმსაჯულების რეფორმის მყისიერად, ერთ-ორ თვეში გატარებაც და დასრულებაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან, როგორც თავად „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები."-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა