აკაკი ბობოხიძე - ყველასთან, ვისი ხედვებიც ახლოს მოვა „ევროპული საქართველოს“ გაცხადებულ გეგმასთან, ვაპირებთ თანამშრომლობას

რიგგარეშე არჩევნები და ქვეყნის დახსნა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის საქმე, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უახლოესი ამოცანაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დარწმუნდეს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების ყველაზე სწორი გზა არჩევნებზე გადის.

„კარგია თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ყველაზე სწორი და უმოკლესი გზა გადის არჩევნებზე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე შემოთავაზებას, ეს უბრალოდ სასაცილო მგონია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ არსებობს ოპოზიციურ პარტიებში პარტია, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვდეს. პირველ რიგში სწორედ პარლამენტში შესული პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ და არა სხვები. აქ შემოთავაზება რეალურად ოპოზიციურ პარტიებს არ სჭირდებათ, ოღონდ სურვილები უნდა გაცდეს სურვილებს და უნდა ვიხილოთ გეგმის ფორმით. ამიტომ ჩვენ ვნახავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და დანარჩენი ოთხეულის შემოთავაზება მხოლოდ სურვილების გაჟღერების დონეზეა თუ გარკვეულ გეგმებს ეყრდნობა, ამის შემდეგ შევადარებთ თუ რამდენად ახლოა ჩვენს ხედვებთან და ბუნებრივია, რომ ყველასთან, ვისი ხედვებიც ახლოს მოვა „ევროპული საქართველოს“ გაცხადებულ გეგმებთან, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ რიგგარეშე არჩევნები და ქვეყნის დახსნა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის საქმე, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უახლოესი ამოცანაა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა