რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით, ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში დღეს აიცრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამაჟორიტარო ბიურო ავრცელებს.
დეპუტატი ვაქცინაციის პროცესს, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ახალი სატურაციის აპარატები გადასცა.
„ვაქცინაცია გლობალური პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური იარაღია, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში, აიცრათ თქვენთვის სასურველი ვაქცინით და გაუფრთხილდეთ საკუთარი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, -აცხადებს გოჩა ენუქიძე.