სალომე სამადაშვილი - კობახიძეს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მიშელის ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდება ევროპული საქციელია

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ დილეგსა და საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ევროპული საქციელია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდებაც ევროპული საქციელია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის ევროპული სტანდარტი - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპისგან უფრო შორს, ვიდრე არის დღეს და ეს არის „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის დამსახურება.

ირაკლი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო, თურმე, მისი შეხედულებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი ევროპაში საკუთარი განათლებით, მგონია, რომ გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ დაახლოებით 1933-1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რეიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს ამ ევროპაში განათლებულ ადამიანს რა არის თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული ცივილიზაცია. ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგსა და საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ევროპული საქციელია. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდება არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და იმის დამტკიცება, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუციის სახალხო დამცველის სახით, რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის სატელევიზიო სივრცეში ტრიალისთვის უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი. ალბათ იმისაც გჯერათ, რომ თქვენი პოლიტიკური პროკურატურა დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის როცა ემუქრება, ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების. ალბათ ისიც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა კოვიდის გავრცელების გამო, 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაში რომ შედის, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე ქვემოთ რომ ვართ, დაბალ ათეულში, ესეც ევროპული სტანდარტია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის ევროპული სტანდარტი.

მაკა ბოჭორიშვილს მივმართავ, აქ არ არის საჭირო ტყუილების საუბარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდანაც კი, არის უხერხული. რომელ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდით ქალბატონო მაკა სტრასბურგში? უარი გითხრათ შეხვედრაზე ლიბერალური ჯგუფების წარმომადგენლებმა, „მწვანეთა ჯგუფის“ წარმომადგენელმა და შეგხვდათ ერთადერთი წარმომადგენელი სახალხო პარტიის. თქვენ უკვე აღარ გხვდებიან ევროპაში, იმიტომ რომ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს საუბარს ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემენ და საკუთარ პირობას არ ასრულებენ. ერთადერთი გზავნილი, რომელიც თქვენ ევროპარლამენტიდან წამოიღეთ, არის რომ დროულად მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ელოდება როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ კი არ გვჭირდება, თქვენ გჭირდებათ თქვენი განადგურებული საერთაშორისო რეპუტაციისგან რამე რომ დარჩეს. და ბოლოს, ჩემი ცხოვრების 16 წელი მივუძღვენი ამ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა წარმატებას ევროპასთან ურთიერთობაში ვინ გაიფორმებს, რომელი პოლიტიკური ძალა, იმიტომ რომ ქვეყნის წარმატებაა ევროპასთან ჩვენი დაახლოება. არასდროს ყოფილა უფრო შორს ევროპისგან ეს ქვეყანა, ვიდრე არის დღეს და ეს არის „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის დამსახურება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა