ანა დოლიძე - ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას არც მსხვერპლი მოჰყოლია, არავინ გაუძარცვავს, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ, კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, „აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“.

„ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო, ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია - შურისძიებით მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით, საოცარი შემთხვევა, ეს ადამიანი გირაოს ფასად გათავისუფლდა. ლევან ზურაბიშვილის დედას უნდა შევხვდე ახლა, ხომ გახსოვთ, ბანკში რომ შევარდა, აზარტული თამაშებით რომ არის დაზარალებული. შევადაროთ - მსხვერპლი არ დამდგარა, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არავინ არ გაუძარცვავს, უბრალოდ, განცხადებები გააკეთა და თვითონ ჩაბარდა. ამ ადამიანს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მეორე ხელით, მეორე მოსამართლე ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენი სასამართლო, ჩვენი სახელმწიფო არ არის ყველასთვის, სელექციურად არის. აქეთ გყავს პრივილეგირებული ბრალდებული, მას ვუშვებ, ფული გადაიხადა, ჩააწყო, დავალებულია „ოცნება“ მისგან თუ ა.შ. არის გამოშვებული. ლევან ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გარემოებებში, მაგრამ უპატრონოა, ის ზის 9 წელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მან ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება მოველოდოთ სხვადასხვა ტიპის ელემენტებს მისგან, რადგან სააკაშვილი არის და რჩება აქტიურ პოლიტიკოსად და მუშაობს საკუთარ ელექტორატზე.

„არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ თემაზე, თან მის პიროვნებას რომ ვიცნობთ. პრობლემა სწორედ იმაშია, ჩვენ, როგორც ერი რომ გავიზარდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიულ ჭრილში შევძლოთ ხალხის შეფასება, განსაკუთრებით ლიდერების შეფასება, რასაც დღეს ვერ მოვახერხებთ, იმიტომ, რომ ემოციური დაძაბულობის და ემოციური მუხტის დონე ძალიან მაღალია სააკაშვილის პროცესთან მიმართებით. ჩვენ შეიძლება მოველოდოთ სხვადასხვა ტიპის ელემენტებს, იმიტომ, რომ ის არის და რჩება აქტიურ პოლიტიკოსად და მუშაობს საკუთარ ელექტორატზე და საკუთარ მომხრეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მოქალაქე არ არის, აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგია თუ ცუდი? - ის პროცესი, რაც ხდება, ცალსახად ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ უკეთესი გაკვეთილები ამ პროცესიდან რა გამოაქვს?!“- განაცხადა ანა დოლიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა